რუსეთი საქართველოს ტერორისტების მხარდაჭერაში ისევ ადანაშაულებს. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის განცხადებით, ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეთა ერთ-ერთ ლიდერს, დაღესტანში ლიკვიდირებულ აბდულა მაჰომედალიევს უცხოელი ემისრების მეშვეობით კონტაქტი ჰქონდა საქართველოს სპეცსამსახურებთან და ტერორისტული საქმიანობისას მათი თანადგომით სარგებლობდა.
ამავე ცენტრის ცნობით, მაჰომედალიევი, რომელიც კიდევ ხუთ მეამბოხესთან ერთად 10-11 აგვისტოს, მახაჩყალაში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას მოკლეს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი იყო.
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებას საქართველოს შსს-ში ღიმილისმომგვრელად მიიჩნევენ.