ლონდონში ბოლო დღეებში მიმდინარე არეულობასთან დაკავშირებით ბრალი 600-მდე პირს წაუყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის პოლიცია აქვეყნებს. მისი ცნობით, ბრიტანეთში სულ 1700-ზე მეტი პირია დაკავებული. უმეტესობას ბრალად არეულობებსა და ძარცვაში მონაწილეობა ედება.
ლონდონში არეულობა გასული კვირის ბოლოს დაიწყო და რამდენიმე ქალაქზე გავრცელდა. დაიღუპა ხუთი კაცი.