დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ფრაქციის წევრ ჯონდი ბაღათურიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნას ითხოვს.
ცაგარეიშვილის განცხადებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომასთან დაკავშირებით ფრაქციამ არაფერი იცოდა. მისი თქმით, მათ საშუალება არ მიეცათ განსხვავებული პოზიცია დაეფიქსირებინათ.
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" საშემოდგომო სესიაზე პოლიტიკური დებატების გამართვას აპირებს.