საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც გილაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო "მეორე სამუშაო შეხვედრა".
"პირველ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა ოთხი კომისია. დღევანდელ შეხვედრაზე დავამტკიცეთ კომისიის წევრები. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებთ დებულებებს. დებულებას მთავრომა სექტემბრის დასაწყისში დაამტკიცებს, ხოლო 15 სექტემბერს ოთხივე კომისიის შეხვედრები ჩატარდება.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ კომისიების მუშაობა ძალიან შედეგიანი იქნება," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.