კიევის სააპელაციო სასამართლომ იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებაზე უარი განაცხადა. მოსამართლე ოლგა ეფიმოვამ უკრაინის ექს-პრემიერის ადვოკატების სარჩელი არ დააკმაყოფილა და პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ტიმოშენკოს დაკავებასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა.
ტიმოშენკოს ადვოკატი იური სუხოვი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქმეს ქვეყნის უმაღლეს სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.