თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, დღეს მარტვილის რაიონის მცხოვრებლებს შეხვდა. ირაკლი ალასანიამ მარტვილის ცენტრში რამოდენიმე შეხვედრა გამართა. მოინახულა სოფლები: მუხურჩა , სალხინო და თამაკონი. თავისუფალმა დემოკრატება ადგილობრივებს პარტიის სამოქმედო პროგრამა წარუდგინეს.
"უმუშევრობა აქ როგორც მთელი საქართველოში მთავარი პრობლემაა. სააკაშვილის მიერ ხელდასმულმა გოროზიების კლანმა მარტვილში სივრცე არ დაუტოვა მცირე და საშუალო ბიზნესს. მათ ყველაფრის კოტროლი სურთ. კლანური მართვა უნდა დასრულდეს მარტვილშიც და ყველა სხვა რაიონშიც." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ მარტვილელებთან შეხვდრის შემდეგ.
პარტიის ინფორმაციით, ხვალ 13 აგვისტოს ირაკლი ალასანია ზუგდიდის რაიონის მცოხვრებლებს შეხვდება.