დღეს, 12 აგვისტოს „თავისუფალი საქართველო"-ს ლიდერებმა კახა კუკავამ, ბეჟან გუნავამ და გიური ცანავამ კახეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებთან ერთად ისტორიული ჰერეთის (საინგილოს) მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრა კახში, წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში გაიმართა.
მოსახლეობასთან საუბრისას განხილულ იქნა აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების სოციალური პრობლემები, მათ შორის, ქართული ენის, განათლების და კულტურის განვითარების შესაძლებლობები.
„თავისუფალი საქართველო" გამოვიდა ინიციატივით, რომ შემოღებულ იქნას ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებული წესი, რათა ამ ადამიანებმა და უცხო ქვეყანაში მცხოვრებმა ყველა ქართველმა, საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება შეუფერხებლად მოახერხოს.