პარტია "საქართველოს გზა" ხელისუფლებას სასტუმრო "აფხაზეთში" ჩასახლებული დევნილების გამოსახლებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.
"ეს ის დევნილებია, რომლებსაც ყოველ არჩევნებზე პირდებოდნენ რომ პირად საკუთრებაში გადასცემდნენ საცხოვრებელ ადგილს. დღეს არ არის საარჩევნო პერიოდი და "ნაციონალურ მოძრაობას" მათი ხმები ნაკლებად სჭირდება... ხელისუფლება მსგავსი ტიპის გამოსახლებებს სწორედ ზაფხულში ახორციელებს, როცა მოსახლეობა ქალაქიდან გასულია და პოლიტიკური აქტიურობაც ნაკლებია", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
"საქართველოს გზა" მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს დევნილების გამოსახლება, რადგან "ეს არის საქართველოს კანომდებლოდის უხეში დარღვევა".
"კანონმდებლობაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე, კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლება კატეგორიულად იკრძალება", - აღნიშნულია განცხადებაში.
პარტია საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავს და თხოვს, ყურადღებით დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს, "ვინაიდან ირღვევა დევნილთა უფლებები და არსებული კანონმდებლობა".