ზაქარიაძის ქუჩაზე 68 წლის მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სისხლიანი გარჩევა მეზობლებს შორის მოხდა. უკვე ცნობილია, რომ მოხუცი 32 წლის მეზობელმა - გიორგი ბალიაშვილმა დაჭრა.
არსებული ცნობით, ბალიაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, რის გამოც არ გამორიცხავენ, რომ შემთხვევას კონკრეტული მიზეზი არც ჰქონდეს.
დაჭრილ მოხუცს 20-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება ინციდენტში ეჭვმიტანილს, მან შემთხვევის შემდეგ თავის მოკვლა სცადა.