დაღესტნის კარაბუდახკენტის რაიონის მილიციის განყოფილების უფროსი უცნობმა პირებმა მოკლეს.
"წუხელ, სოფელ გურბუკში თავის საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა სასიკვდილოდ დაჭრეს რაიონის მილიციის განყოფილების უფროსი აბდულ მაგომედოვი. უცნობმა პირებმა ცეცხლი მისი მიმართულებით მაშინ გახსნეს, როდესაც იგი სახლიდან გამოვიდა. სასიკვდილო ჭრილობების მიყენების შემდეგ ოფიცერი ადგილზე გარდაიცვალა",_ იუწყება დაღესტნის მილიციის რაიონული სამმართველო.
ამჟამად ბოლოტმოქმედთა ძებნა მიმდინარეობს.
სამართალდამცავთა მონაცემებით, მილიციის უფროსის მკვლეოლობის მიზეზი მისი პროფესიონალური საქმიანობა გახდა. მათივე ინფორმაციით, ასევე განიხილება მკვლელობის სხვა სავარაუდო ვერსიები.