გერმანიის საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ Knigge (ეტიკეტი) ხელისუფლებას შესთავაზა სამუშაო ადგილებში კოცნა აკრძალოს.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კოცნა სამუშაოო ადგილებში არის „ტერორიზმის ახალი ფორმა". მათი განმარტებით, გერმანელი ქალები და მამაკაცები თვით ფრანგებზე უფრო ხშირად კოცნიან ერთმანეთს შეხვედრისას.
Knigge_ში აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ შეეგუონ ამგვარ თავხედობას და მოითხოვნენ გერმანიის „ოფისები გამოცხადდეს კოცნისგან თავისუფალ ზონად".
კოცნა სამსახურში, მათი აზრით, არის ძალიან ინტიმური და „არაპროფესიონალური" საქციელი.
ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ მისალმებისთვის საკმარისია ხელის ჩამორთმევა და არაა სავალდებულო ადამიანები - თანამშრონლების ერთმანეთს 60 სმ-ზე ახლოს მიუახლოვდნენ.