პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ ვარშავის ცენტრში მიმავალ მამაკაცს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა.
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ვარშავის პოლიციის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ინციდენტი ქართველებს შორის მოხდა და, სავარაუდოდ, დამნაშავეც ქართველია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
შემთხევევის შესახებ პოლონეთში საქართველოს საელჩოსთვისაც ცნობილია. საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები ინციდენტის დეტალების გარკვევაზე უკვე მუშაობენ.