"რუსეთის ჩამკვდარი სული", - ამ სათაურით სტატიას Wall Street Journal-ი აქვეყნებს.
ჟურნალისტი მაგნიცკის საქმეს იხსენებს და მას კანონისა და ადამიანის უფლებების აბუჩად აგდების ილუსტრაციას უწოდებს.
"მედვედევს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება სურს, თუმცა ამისთვის არაფერს აკეთებს. შესაძლოა ეს იმასაც უკავშირდებოდეს, რომ ყველაფერს პუტინი განაგებს", - ნათქვამია სტატიაში.
მასალის ავტორის აზრით, გოგოლის კლასიკა "მკვდარი სულები" რუსეთის ჩამკვდარ სულზე მიგვანიშნებს.
" წიგნი აშკარა მიზეზების გამო დღესაც პოპურალურია რუსეთში", - წერს ჟურნალისტი.