ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს. ამჯერად ოფიციალურ განცხადებას ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
კომისია მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და საშუალება მისცეს დევნილებს, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.
კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ასევე წერია, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია, სადაც არ უშვებენ ევროკავშირის დამკვირვებლებს და დღემდე ირღვევა ადამიანის უფლებები.
"რუსეთის მთავრობა არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, არ სცემს პატივს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობს, ამიტომ ეს საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში პირველ ადგილზე უნდა იყოს", - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.