შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე საბა კოხრეიძე დააჯარიმეს, რომელმაც ჰიდროციკლით საქართველოს საზღვაო წყლებში ცურვის წესები დაარღვია (გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა).
კოხრეიძეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა 2) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.