თელავის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში სამი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, ეს პარტიებია: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".
პარტიების რეგისტრაციის ვადა უკვე ამოიწურა.
შუალედური არჩვენები თელავის საარჩევნო ოლქიდან 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული წესით პარლამენტის წევრად არჩეული გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
არჩევნები თელავის საარჩევნო ოლქში 2 ოქტომბერს გაიმართება.