ხვალ, 12 აგვისტოს, პარლამენტის შენობასთან დევნილები საპროტესტო აქციას გამართავენ.
აქციის ორგანიზატორი, "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, აქციაში სხვადასხვა ჩასახლებაში, მათ შორის სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრები დევნილები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც შენობიდან იძულებით გამოსახლეობა ემუქრებათ.
დევნილთა აქცია საკანონმდებლო ორგანოს ზედა მხარეს, 16:30 საათზე დაიწყება.