შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში არც დღეს მივიდა.
დაცვის მხარის გნცხადებით, უტიაშვილს სასამართლო უწყება უკვე მეორედ გაეგზავნა, თუმცა როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, ისევ უშედეგოდ.
"უტიაშვილი სასამართლომ დაკითხვაზე უკვე მეორედ დაიბარა და დღესაც არ მოვიდა", - განმარტა სამუშიამ.
ბადრი ბიწაძის პროცესი სასამართლოში ამ წუთებშიც გრძელდება. მასზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ უტიაშვილი 8 აგვისტოს უნდა დაკითხულიყო, თუმცა ის სასამართლოში არ გამოცხადებულა. ამის მიზეზად შსს-ის მაღალჩინოსანმა ის გარემოება დაასახელა, რომ "სასამართლო უწყება არ მისვლია".