პროკურატურას სამედიცინო დაწესებულებაში გამოძიების დაწყების რეკომენდაციით ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა.
მიზეზი 35 წლის პაციენტია, რომელსაც კლინიკის ექიმის მიერ დანიშნული წამლების გამო საშვილოსნო ამოაჭრეს.
დაზარალებულის ოჯახი გინეკოლოგ ნინო კაკულიას უჩივის. ექიმმა ორსულ პაციენტს ფეხმძიმობის შეწყვეტა, რომელიც მისი არასტაბილური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეიძლებოდა, მედიკამტებით ურჩია, რისთვისაც, როგორც აღმოჩნდა, კუჭის წამლები დაუნიშნა.
მდგომარეობის გართულების გამო ახალგაზრდა ქალს მე-2 საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც საშვილოსნო ამოაჭრეს.