დღეს, 21 დეკემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ინიცირებული იქნება ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძის ახალი საკანონმდებლო წინადადება "თავისუფლების ქარტია". ბიუროს სხდომაზე ინიცირებამდე, გია თორთლაძე პროექტს მედიას გააცნობს.
"თავისუფლების ქარტიაში" "ლუსტრაციის შესახებ" და "პატრიოტის აქტი" გაერთიანდა, რომლებიც უკვე ინიცირებულიიყო, თუმცა პარლამენტში მათი განხილვის პროცედურები არ დაწყებულა.
"გაერთიანების შედეგად არც "ლუსტრაციის შესახებ" კანონპროექტის და არც "პატრიოტის აქტის" პროექტში გათვალისწინებული არც ერთი მუხლის ამოღება არ მოხდება, გარკვეული დამატებები კი შევა," - აცხადებს თორთლაძე.