დღეს, 11 აგვისტოს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი წალენჯიხაში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს .
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თავისუფალი დემოკრატების" პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ალასანია წალენჯიხის რაიონის სოფლების - საჩინოს, ჯგალის და სქურის მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნობა.
დღესვე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი სოფელ ფოცხოში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს მოინახულებს. შეხვედრა დაბა ჯვარშიც გაიმართება.