შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ედნარ ქავთარაძე დააჯარიმეს, რომელმაც ბაზირების პუნქტის მოწყობის წესები დაარღვია.
ედნარ ქავთარაძეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა 2) მუხლის V ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა300 ლარის ოდენობით.