სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის მტკიცებით, მის ძმას სასტუმრო "აფხაზეთთან" არანაირი კავშირი არ აქვს.
"მე ძმა საერთოდ არ მყავს. ასე რომ, ეს არის ჭორი და ტყუილი", - განუცხადა კალმახელიძემ ჟურნალისტებს გაზეთ "რეზონანსის" მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, "აფხაზეთი" სწორედ კალმახელიძის ძმამ შეიძინა.
ამასთან, მინისტრის თქმით, ის ამ ინფორმაციის გამო თავს უხერხულად გრძნობს, რადგან ღირსების მატარებელი ადამიანია.