ზუგდიდელმა პრობაციონერებმა ცაიშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ტერიტორია დაასუფთავეს. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის საკათედრო ტაძარის დასუფთავების აქცია მამა ამბროსის ლოცვა-კურთხევითა და სამეგრელო ზემო-სვანეთის პრობაციის ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.
VI-VII საუკუნეებში აგებული ტაძრის კომპლექსის ტერიტორიაზე პრობაციონერებმა ბალახი გათიბეს, ეკალ-ბარდები ამოძირკვეს და ტერიტორის ქვა-ღორღისგან გაწმინდეს.
პრობაციის ეროვნული სამსახური საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან აქტიურად თანამშრომლობს. ერთობლივი პროექტების ფარგლებში, არაერთი პირობით მსჯავრდებული, როგორც ეკლესია-მონასტრების მშენებლობებზე, ისე სამონასტრო მეურნეობებში დასაქმდა, რაც მათ რესოციალიზაციაში ეხმარება.