შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, გონიოს საზღვაო რაიონში, თევზჭერისწესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე გოჩა თანალიში დააკავეს, რომელმაც ზღვაში მოტონავის გამოყენებით მოახდინა აკრძალული სახლართი ბადის ჩადგმა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოტონავი, მოტონავის საბუთები და სახლართი ბადე შემდგომი რეაგირებისთვის შავი ზღვის სამსახურს გადაეცა.