"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" უკრაინის ექს- პრემიერ იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვიმსჯელებთ ბრალდების დეტალების თაობაზე, თუმცა სასამართლოს უპატივცემულობის საბაბით ამ რანგის პოლიტიკოსის დაკავება აშკარად სცილდება სამართლებრივი აუცილებლობის ფარგლებს და ნათლად გამოხატულ პოლიტიკურ ელფერს იძენს", - ნათქვამია ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში.
"დემოკრატიული მოძრაობა" იმედს იტოვებს, რომ უკრაინის უმაღლესი ხელისუფლება ადეკვატურად იმოქმედებს, უზრუნველყოფს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, სასამართლო პროცესის დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და პატიოსან მიმდინარეობას და არ გამოიყენებს პოლიტიკური ბრძოლის არადემოკრატიულ მეთოდებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ.