სასჯელაღსრილების, პრობაციისა და იურდიული დახმარების ახალი მინისტრის წარდგენის ვადა ხვალ იწურება.
შესაბამისად, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს დიმიტრი შაშკინის შემცვლელის დასახელებისთვის მხოლოდ ერთი დღე რჩება. როგორც მთავრობის პრესსამსახურში განმარტავენ, გილაური სასჯელაღსრულების უწყების ახალ მინისტრს ხვალ, სპეციალურ ბრიფინგზე წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სამინისტროს ხელმძღვანელმა დიმიტრი შაშკინმა უკვე თითქმის ორი კვირაა სხვა სამინისტროში გადაინაცვლა. ის ამჯერად, განათლებისა და მეცნიერების სფეროს უძღვება. სასჯელაღსრილების უწყების ახალი მინისტრის სავარაუდო კანდიდატები ჯერ უცნობია.