საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ამერიკელი და ავღანელი სამხედრო მოსამსახურეების ტრაგიკული დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"ამერიკელი და ავღანელი სამხედრო მოსამსახურეების თავდადება და მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილი სამაგალითოა. სამხედრო მოსამსახურეების ტრაგიკული სიკვდილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რაოდენ დიდ მსხვერპლს იღებს მსოფლიო თანამეგობრობა და, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და აშშ-სა და ავღანეთის მთავრობებს.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში ტრაგიკული შემთხვევა 6 აგვისტოს მოხდა.