"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია გურიაში შეხვედრებს მართავს .
ირაკლი ალასანია უკვე შეხვდა ოზურგეთის, ასევე, სოფლების - ნატანების, შრომის, მერიისა და ძიმითის მცხოვრებლებს.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ეცნობა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და აცნობს თავის ხედვას სოფლის მეურნეობის საკითხებზე.
"დანაშაულია, რაც გურიაში ხდება. ამ ადამიანებს წლების განმავლობაში ხელისუფლება არაფერს უკეთებს. შიდა გზები, პრაქტიკულად, არ არსებობს, უმუშევრობა თითქმის 100%-ია და იმ პროგრამებს, რომელსაც ასეთ რეკლამას უწევს "ნაციონალური მოძრაობა", ვგულისხმობ, სიმინდის პროგრამას, გურიაში, პრაქტიკულად, ჩავარდა. ესეც კიდევ ერთი დადასტურებაა იმ გაუაზრებელი პოლიტიკის, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში ატარებს", _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.