გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიო სახელმწიფოებს მოუწოდა, კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული შეთანხმება იურიდიულად აუცილებელ დოკუმენტებად აქციონ.
პან გი მუნმა დანიის დედაქალაქში მიღწეული შეთანხმება "მნიშვნელოვან დასაწყისად" შეაფასა.
"შესაძლებელია, ეს არ იყოს ის, რისი მიღწევაც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი დასაწყისი", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, მან ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამ შეთანხმებას არ ყოფნიდეს საკმარისი ამბიციურობა, თუმცა ამის მიუხედავად, პან კი მუნის შეფასებით, "მაინც ბევრის მიღწევა მოხერხდა".
გაეროს გენერალური მდივნის განმარტებით, შეთანხმების მნიშვნელობა აღიარებული იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი საერთაშორისო კანონად იქცევა.
"ჩვენ შევეცდებით რაც შეიძლება ჩქარა - 2010 წელს, მივაღწიოთ შეთანხმებას იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებაზე ", - განაცხადა პან გი მუნმა.
უნდა აღინიშნოს, რომ მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებმა კოპენჰაგენის სამიტის შედეგები დადებითად შეაფასა, თუმცა სკეპტიკოსები აცხადებენ, რომ სამიტს არავითარი შედეგები არ მოჰყვება.