რუსეთში საქართველოს ვიზების გაცემა შეჩერებულია.
სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, მთელი დღეა საქართველოს ინტერესების დამცავი სექცია, რომელიც რუსეთში შვეიცარიის საელჩოს შენობაშია განთავსებული, არ ფუნქციონირებს.
სააგენტოს ცნობით, სექციის კარზე გაკრულია წარწერა, სადაც ვიზების გაცემის შეჩერების მიზეზად განმარტებულია, რომ "საკონსულო საქმიანობას ბარიერს რუსული მხარე უქმნის".
"რია ნოვოსტი" საქართველოს ინტერესების დამცველი სექციის მუშაობის შეჩერების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად, მისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას ასახელებს.
მომხდარზე ქართველი დიპლომატები კომენტარს არ აკეთებენ. მათი განცხადებით, კომენტარისთვის, როგორც ჟურნალისტებმა, ისე დაინტერესებულმა მოქალაქეებმა რუსეთის ხელისუფლებას უნდა მიმართონ.