ქართულ რადიკალურ ოპოზიციას მომავალი არ აქვს, - განაცხადა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გრიგოლ ქათამაძემ უკრაინულ გამოცემა "გლავკომისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც იტყვის, რომ აჯანყებით გადააგდებს ხელისუფლებას, მომავალი არ გააჩნია. საქართველოს მოქალაქეები რადიკალიზმით დაიღალნენ. პატრიარქს შემთხვევით არ უთქვამს, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საქმეები ქუჩაში არ წყდება", - განაცხადა ქათამაძემ.
მისი თქმით, ბოლო არჩევნებით ქართველებმა აჩვენეს, რომ ცივილიზებული ერია, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების გადაცემა ცივილური გზით მოახერხოს.
"ყველას, ვინც კონსტრუქციულად ფიქრობს მომავალზე, ვფიქრობ, მას მომავალი გააჩნია", - აღნიშნა საქართველოს ელჩმა.