რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვის დიმიტრი მედვედევი მოსალაპარებელ სუბიექტს ვერ ხედავს.
„მე ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, თუნდაც ხვალ. საკითხი სწორედ იმაშია, რაც აქამდე ვთქვი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამჟამად არ არის სუბიექტი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ თუ იქნება გონიერი წინადადებები, ჩვენ მზად ვართ ის განვიხილოთ არა სააკაშვილისგან, არამედ მთლიანად საქართველოს ხელისუფლებისგან", - განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, ამ დრომდე არ იყო ნორმალური საავიაციო მიმოსვლა, რომელიც ამჟამად ასე თუ ისე აღდგა და საჭიროა ამ მიმართულებებით სვლა.