ქუთაისის მერიის შენობასთან არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებმა ერთობლივ პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტიკური უმცირესობიდან აცნობეს, პარტიების წარმომადგენლებმა მერაბ ბერძენიშვილის "დიდების მემორიალის" დემონტაჟი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და ქანდაკების აფეთქების შედეგად მომხდარ ტრაგედიაში დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ "დიდების მემორიალის" აფეთქებას გუშინ ორი ადამიანის, დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა. მომხდარს გამო პრეზიდენტმა დანიაში ვიტიზი დროზე ადრე შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნებულმა საგანგებო თათბირის შემდეგ, იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
დაღუპულთა დასაფლავების ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო დაფარავს.