გავრცელებულ ვერსიას იმის შესახებ, რომ თბილისზე რუსეთის ჯარების იერიშის შეწყვეტა რუსეთის ხელისუფლებას საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გადააფიქრებინა, დიმიტრი მედვედევი კატეგორიულად უარყოფს.
„რა თქმა უნდა არა. არც ერთ უცხო ქვეყნის ხელმძღვანელს არ შეუძლია მეორის დაყოლიება. მთელი მსოფლიო ცდილობს კადაფთან მოლაპარაკებას და რა შეძლეს? - ვერც შეძლებენ. ის შეიძლება მოკვდეს კიდეც თავის მიწურში. არა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენ არასდროს გვქონია მიზნად რომელიმე ქალაქის ან სხვა რამის აღება. საუბარი მიმდინარეობდა იმაზე, რომ შეგვეჩერებინა სამხედრო მანქანა, რომელიც მიმართული იყო ორი ტერიტორიისკენ და სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეებისკენ.
სარკოზიმ გააკეთა ერთი კეთილი საქმე. მან დამირეკა და მეუბნება: „მომისმინე, იქ თქვენ კონფლიქტი გაქვთ. მოდი ჩამოვფრინდები". მე ვეუბნები: „შენი ნახვის მოხარული ვიქნები". - "მე ახლა ევროკავშირს თავმჯდომარე ვარ და შემიძლია ჩამოვიდე. ჩვენ რაღაცაზე ვიმსჯელებდით". მას ეს მოსწონს. ამ გაგებით ის ჭკვიანი კაცია. ის ჩამოვიდა. ჩვენ ვისაუბრეთ. ავუხსენი ჩემიპოზიცია. მან მითხრა: „კი, მე შენ გეთანხმები. აქ ყველაფერი ასე და ასეა. მე რაღაც საკითხები შემიძლია ვთქვა ღიად. რაღაც არ შემიძლია. ამის მიუხედავად, შემიძლია შევიტანო საკუთარი წვლილი იმაში, რომ შევაჩერო ეს კონფლიქტი". მე ვპასუხობ: „კარგი, მოდი შევათანხმოთ გარკვეული გეგმა (შემდგომ, რომელსაც უწოდეს „მედვედევი-სარკოზის გეგმა") და ამ გეგმით შენ წახვალ საქართველოში და წარადგენ მას. და ყველაზე ძვირფასი, რაც მან გააკეთა - მას არ შეეშინდა იმ პერიოდში რუსეთში ჩამოსვლის. მაშინ მხოლოდ ზარმაცი არ ფიქრობდა იმაზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მას არ შეეშინდა საქართველოში წასვლა ჩვენი წინადადებებით და მთლიანობაში მიიღო საკმაოდ დამაკმაყოფილებელი რეაქცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, პირველ რიგში, თავად სააკაშვილისგან. ამაში არის მისი წვლილი ხიდების გადებისა და ამ ამოცანის შესრულებაში. ამისთვის მე ამ დრომდე მისი მადლიერი ვარ. მან, რა თქმა უნდა, შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ რა თქმა უნდა მას არ უთქვამს: „იცი, აი, აქ უნდა გაჩერდე". მან შემახსენა, რომ როგორადაც მივიჩნევ მიზანშეწონილად გავაკეთო, ისე მოვიქცევი. რა თქმა უნდა, მისი ამოცანა იყო რაც შეიძლება სწრაფად ამის გაჩერება", - განაცხადა მედვედევმა.