მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს, რომ 2008 წელს ასტანაში, დიმიტრი მედვედევი მას გაურბოდა, რის შემდგაც მისთვის ნათელი გახდა, რომ კონფლიქტი გარდაუვალი იყო, რუსეთის პრეზიდენტი ქართველი და რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში „ზღაპარს" უწოდებს.
"პირველი - მისგან თავის დაღწევა ძალიან ძნელია, რადგან ის საკმაოდ „მოქნილია" და თუკი მას უნდა შეგაწუხოს, ის შეგაწუხებს, როგორც საჭიროა. ის ჩემთან მოვიდა რამდეჯერმე, ჩვენ ვსაუბრობდით და მე კარგად მახსოვს, ავტობუსში, პარკში სეირნობისას, ვიტყვი უფრო მეტსაც, შემდეგ, საღამოს ჩვენ წავედით ჩაისა და ბოკალი ღვინის დასალევად და იქაც კი, ჩვენ ვიჯექით ერთ-ერთ სავარძელზე და ვიხილავდით, თუ როგორ უნდა შევხვედროდით. ამიტომაც, ეს ზღაპრები დარჩეს მის სინდისზე, როგორც ბევრი სხვა რამ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.