რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ომს დიპლომატიის მარცხად მიიჩნევს, - ამის შესახებ მან ქართველ და რულ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ომის წინაპერიოდში მას რომ სცოდნოდა რა გეგმები ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს, იგი მას უფრო მკაცრად დაელაპარაკებოდა და შეეცდებოდა მის გადარწმუნებას.
„მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მე არ ვიცოდი. ამიტომაც, როცა ეს ყველაფერი მოხდა, იცით, იმის მიუხედავად რომ, ჩვენ ყველას გვესმოდა, რომ არის სხვადასხვა სახის მოსაზრებები ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ჯარის გამოყენებით, ვფიქრობდი, რომ ეს პარანოიდული სცენარი იყო, რომელიც არასდროს არ იქნებოდა რეალიზებული. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიმედოვნებ, რომ გონება იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ასეთი სახის არგუმენტები და ამიტომაც (მე ეს არაერთხელ მითქვამს), ის რაც მოხდა რვაში ჩემთვის იყო გასაოცარი, იმიტომ რომ მესმოდა, რომ ამით სააკაშვილმა გათელა თავისი მამული და ეს არის ყველაზე საშინელება მისთვის და მთელი ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა მედვედევმა.