აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა. ოვანეს მანუქიანმა ლევან ვარშალომიძეს აჭარაში ახალი გენერალური კონსული გარიკ ისრაელიანი წარუდგინა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობასა და აჭარაში სომხური ინვესტიციების დაბანდებაზე ისაუბრეს. ასევე, გადაწყდა, რომ მეზობელ ქვეყანაში მოეწყობა პრეზენტაციები ჩვენი რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ. გადაწყდა, რომ მალე ორმხრივი გაფართოებული შეხვედრა გაიმართება, სადაც ქართული და სომხური მხარეები ქალაქებისა და რეგიონების დამეგობრებასა და ეკონომიკური ურთიერთბების გაღმებების შესახებ შეიმუშავებენ წინადადებებს. ბათუმი უკვე დამეგობრებულია სომხეთის ქალაქ ვანაძორთან, ქობულეთი კი - სპიტაკთან.
"პირველად შევხვდი აჭარის მთვარობის მეთაურს, ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღმავებაზე. ბოლო წლებში აჭარაში მნიშვნელოვნად იმატა სომეხი ტურისტების რაოდენობამ და ამიტომაც ახლა ეკონომიკური კავშირების გაფართოებაზე უნდა ვიზრუნოთ. ვფიქრობ, რომ მზად ვართ ამ კუთხითაც დავიწყოთ მუშაობა. ასევე, ვისაუბრეთ კულტურულ ურთიერთობებზე," _ განაცხადა შეხვედის დასრულების შემდეგ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა.