ქუთაისში "დიდების მემორიალის დემონტაჟისას უბედური შემთხვევა მოხდა. დემონტაჟისას მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ვერსიით, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟისას დაირღვა უსაფრთხოების ნორმები და უბედური შემთხვევა სწორედ ამან გამოიწვია.
დემონტაჟს კერძო კომპანია აწარმოებდა, რომელსაც ხელშეკრულება ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გააფორმა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.