თელავში შუალედური არჩევნები დაინიშნა. დღეს გადაწყდა, რომ თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით კენჭისყრა 2 ოქტომბერს გაიმართება.
გადაწყვეტილება არჩევნების დანიშვნის შესახებ ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
შუალედური არჩევნების ჩატარება პარლამენტის წევრ გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო გახდა საჭირო.