ხვალ, 1-ელ აგვისტოს უცხოური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება.
როგოც "ჯი-ეიჩ-ენს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, გამოცდების შედეგები 14:00 საათიდან ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) განთავდება.
აბიტურიენტები სპეციალური საძიებო სისტემის მეშვეობით შეძლებენ საკუთარი ნაშრომისა და შეფასების ნახვას.
გარდა ამისა, ყველა მობილური ოპერატორის აბონენტი საკუთარ შედეგს შეიტყობს მოკლე ტექსტური შეტყობინებით - ამისათვის მათ აბიტურიენტის კოდი უნდა გაგზავნონ ნომერზე 6232.