თბილისის ზღვაში კიდევ ერთი მამაკაცი დაიხრჩო. 55 წლამდე მამაკაცის ცხედარი წყლიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.
გარდაცვლილი სავარაუდოდ მეთევზე იყო, თუმცა წყლის დინებამ წაიღო.
შემთხვევა თბილისის ზღვის ვარკეთილის მხარეს მოხდა. წყალი იქ მღვრიეა, რის გამოც მაშველებს მის საპოვნელად 40 წუთი დასჭირდათ.
გარდაცვლილის იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.