ნორვეგიაში დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ცხედარს თბილისში, სავარაუდოდ, 2 ან 3 აგვიტოს ჩამოასვენებენ.
როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნორვეგიის სამეფოსა და ისლანდიაში დავთი კერესელიძე აცხადებს, ცხედრის გადამოსასვნებლად საჭირო დოკუმენტებს თბილისიდან ხვალ ელოდებიან, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი გახდება ლიპარტელიანის გადმოსვენების ზუსტი თარიღის თქმა.
მისივე თქმით, მან პირობა მისცა დაღუპულის ოჯახს, რომ ყველაფერს გააკეთებს ქართველი გოგონას სამშობლოში დროულად ჩამოსასვნებლად, შესაბამისად იგი ამ დრომდე ოსლოში რჩება.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს 32 წლის ტერორისტმა ანდრეს გრეივიკმა ნორვეგიის დედაქლაქ ოსლოში ტერაქტი მოწყო, ხოლო კუნძულ ოტოიოს ახალგაზრდული ბანაკის დამსვენებლებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო ინფორმაციით, ინციდენტების დროს 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის ქართველი თამთა ლიპარტელიანიც, რომელიც იმ დროს ბანაკში იმყოფებოდა.
ლიპარტელიანის ცხედარი თითის ანაბეჭდების საშუალებით ამოიცნეს, რომლესაც ზურგის არეში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გამი წყალში იპოვეს. დაღუპულის გადამოსვენების ხარჯებს და კომპენსაციას ნორვეგიული მხარე გაიღებს.