დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მაღალი სიცხე შენარჩუნდება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრში აცხადებენ, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ტემპერატურა 39-40 გრადუსს მიაღწევს.
სპეციალისტები მაღალ სიცხეს მომავალ კვირასაც პროგნოზირებენ. ისინი მოქალაქეებს მზეზე ყოფნისგან თავის შეკავებასა და ბევრი სითხის მიღებას ურჩევენ.