თბილისში აშშ-ს საელჩოსთან განხორციელებული ტერაქტების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ორჯერ ესაუბრა. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს "Washingtom Times"-ში დაიბეჭდა.
გაზეთის ინფორმაციით, 22 სექტემბრის ინციდენტზე ჰილარი კლინტონი სერგეი ლავროვს ოთხი ამერიკელი მაღალჩინოსნის თანდასწრებით თებერვალში მიუნჰენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის მსვლელობისას ესაუბრა. ტერაქტების საკითხი მეორედ კლინტონმა 3 ივნისს დააყენა, იმ დღეს როდესაც მან ლავროვთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ბავშვების აყვანასთან დაკავშირებით.