სენატში წარდგენილია საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია და მე მადლობა გადავუხადე ამერიკელ კანომდებლებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ ვაშინგტონში, ამერიკელ სენატორებთან გამართული შეხვედრების შემდეგ.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკა გამყარდეს, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებელია, საქართველოში ის ცვლილებები გატარდეს, რომელიც აფხაზებს და ოსებს მისცემს საშუალებას გამოიხედონ აქეთ და ქართულ საზოგადოებასთან დაიწყონ ურთიერთობა, რისი რესურსიც სამწუხაროდ სააკაშვილის და მის გუნდს არ აქვს.
"ამიტომ ჩვენ ვისაუბრეთ მომავალზე, რომელიც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში თანაცხოვრებას გულისხმობს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
შგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატები"ს ლიდერი ირაკლი ალასანია ვაშინგტონში სენატორებს ჯო ლიბერმანსა და ჯონ მაკეინს შეხვდა.