28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში ხელოვნებისა და ფოლკლორის სტუდენტური ფესტივალი გაიმართება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 28 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში - ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში, ტრადიციული ხელოვნებისა და ფოლკლორის სტუდენტური ფესტივალი სახელწოდებით „ერთა ხმა" გაიმართება. პირველი საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს 10 ქვეყნის ახალგაზრდული ფოლკლორული ანსამბლების 300 წარმომადგენელი ეწვევა.
ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონია 28 ივნისს, 17:00 საათზე ქალაქ ბათუმში ჩატარდება. ცერემონიამდე იგეგმება მონაწილეთა მსვლელობა ბათუმის ცენტრალურ გამზირზე, სადაც საყვირებისა და მუსიკის ფონზე თითოეული ქვეყნის დელეგაცია ჩაივლის. ფესტივალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი გახსნის. ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრებიან.