"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ვაშინგტონში ამერიკის ადამისტრაციისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. მათ შორის შეერთებული შტატების სახeლმწიფო მდივნის ახალ თანაშემწეს ერიკ რუბინს.
"შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ახალ თანაშემწესთან ბატონ რუბითან ის საარჩევნო რეფორმა განვიხილეთ, რომელიც ხელისუფლების განცხადების მიუხედავად ბოლომდე არ არის მიყვანილი. აუცილებელია, რომ ქართულ საზოგადოებას და თითოეულ მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა, რათა მომავალ არჩევნებზე თავისუფლად აირჩიოს ის პარტია, რომელსაც მხარს უჭერს. საარჩევნო რეფორმა დასრულებული არ არის და მოლაპარაკებები უნდა გაგარძელდეს." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი შეხვედრებს სენატსა და კონგრესშიც გამართავს. დაგეგმილი ირაკლი ალასანიას შეხვედრები გავლენიან სენატორებთან ჯონ მაკეინთან და ჯო ლიბერმანთან.