მოსკოვში მყოფი მაღალჩინოსანი წყაროები ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინმა ან უკვე მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ან ძალიან ახლოს არის მის მიღებასთან, ვინაიდან "მედვედევმა თავისი "წონა" გადააფასა სისტემის შიგნით", - ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერზე" დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
"ვლადიმერ პუტინი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს: მას აქვს გარკვეული ეჭვები თავის პროტეჟესთან დიმიტრი მედვედევთან დაკავშირებით ქვეყნის ლიდერის როლში, მას აქვს მოსახლეობის გაცილებით უფრო მხადრაჭერა და უახლოესი წლების განმავლობაში პოლიტიკური ოლიმპიდან წასვლას არ აპირებს. პირიქით მას ძალიან სურს უმაღლეს პოზიციაზე დაბრუნება. იმის გათვალიწინებით, რომ ამ თემას ძალიან დიდი ინტერესი აქვს მათ ეს თითქმის სენსაციური კომენტარები "როიტერს" მხოლოდ ანონიმურობის პირობით მისცეს", _ წერს რუსული მედია.
სააგენტო მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ ამ წყაროებს შორის არიან პოლიტიკოსები და დიპლომატები. "მიმაჩნია, რომ პუტინი თავის კანდიდატურას დააყენებს და ალბათ მან ეს უკვე გადაწყვიტა", _ აცხადებს ერთ ერთი მაღალჩინოსანი წყარო. მისი თქმით, პუტინი შეშფოთებულია იმით, რომ მედვედევს, რომელსაც იგი აი უკვე 20 წელიწადია იცნობს არ აქვს მყარი მხარდაჭერა პოლიტიკური და ბიზნეს-ელიტისა და ზოგადად უბრალო ელექტორატისა. ეს მხარდაჭერა კი უბრალოდ აუცილებელია იმისათვის რათა შეინარჩუნო სტაბილურობა რეფორმების გეგმების რეალიზაციის შემთხვევაში.
"პუტინს ადამიანების გაცილებით უფრო დიდი რაოდენობა უჭერს მხარს ვიდრე მედვედევს. მედვედევმა კი გადააფასა თავისი "წონა" სისტემის შიგნით", _ აცხადებს წყარო.
მეორე მაღალჩინოსანი წყარო კი ადასტურებს, რომ "პუტინს დაბრუნება მართლაც სურს". მისი ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი გულდაწყვეტილი იყო დიმიტრი მედვედევის მცდელობებით დემონსტრირება მოეხდინა თავისი პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და გამყარებულიყო ხელისუფლებაში. თუმცა ორივე მათგანი რეგულარულ საფუძველზე საკმაოდ კარგად ურთიერთობენ", _ აცხადებს წყარო.
მესამე წყაროს ინფორმაციით, კი ვლადიმერ პუტინი უკვე მზადაა იმ გადაწყვტილების მისაღებად, რომ კრემლში დაბრუნდეს. წყარო ასევე ირწმუნება, რომ შესაძლოა მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტი გახდება მან სრულიად შესაძლებელია პრემიერ-რეფორმატორი დანიშნოს.