ყაბარდო-ბალყარეთში უცნობმა პირებმა ურვანის შს სამმართველოს პოლიციის პოლკოვნიკი ამურ ბიტიხოვი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს "ბმვ"-ს ტიპის ავტომობილს რომლითაც პოლკოვნიკი სამსახურში მიემართებოდა. 40 წლის პოლიციის პოლკოვნიკი მიყენებული ჭრილობებიდან ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.